ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსები, ტყის მდგრადი მართვა, კლიმატის ცვლილები - რა თემებზე ისაუბრა ნინო თანდილაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქ. ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

მინისტრის მოადგილემ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. 

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის სრულყოფილი იმპლემენტაციის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყის მდგრადი მართვის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულ და ეფექტიან შესრულებას.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს