Edison Research-ის კვლევა - "ქართული ოცნება" — 26%, ოპოზიცია — 44%

Edison Research–ის კვლევის შედეგების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეთა 26 %ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 44% – ოპოზიციურ პარტიებს. 

კვლევის მიხედვით პარტიების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • "ქართული ოცნება: ბიძინა ივანიშვილი" — 26%
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: გრიგოლ ვაშაძე/მიხელ სააკაშვილი" — 18%
  • "ევროპული საქართველო: დავით ბაქრაძე/გიგი უგულავა" — 6%
  • "ლეიბორისტული პარტია: შალვა ნათელაშვილი" — 4%
  • "პატრიოტთა ალიანსი: დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი" — 3%.

"გირჩს", "ლელოს", ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრობასა "და გიორგი ვაშაძის პარტიას — "ახალი საქართველოსთვის" 2–2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. ნინო ბურჯანაძის, დავით უსუფაშვილის, კახა კუკავას, ეკა ბესელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიებს კი ერთნაირად, მოსახლეობის 1% მისცემდა ხმას. გამოკითხუთა 30%-მა კითხვას არ უპასუხა, ან არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა.

კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. 

კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმის მქონე 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხა, კვლევის ცდომილება კი 2,2 პროცენტია

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა