საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები სტრასბურგში გადაეცა.

გასაღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ამელი დე მონშალენმა გადასცა.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.  თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონიის ფარგლებში დღეს სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა. ასევე სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა