Edison Research-ის კვლევა - რესპონდენტთა 77% აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research–ის კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 77% აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 23% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

აღნიშნული კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის დანაპირები არ შეასრულა და 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმის მქონე 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხა, კვლევის ცდომილება კი 2,2 პროცენტია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო