ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებენ და ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებენ და ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე 5 თვის წინ გაცემული დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარი ანა  ფოტიგა:

„ნამდვილად შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ვფიქრობ, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად სახიფათოა“.

ევროპარლამენტარი კატი პირი:

„საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მთავრობამ ვერ შეასრულა მის მიერ გაცემული პირობა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ეს პირობა ქართველ ამომრჩევლებს მისცეს და ჩვენ საქართველოს ყველა პარტიისაგან მოველით, რომ შეასრულონ ეს პირობა.  მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველომ დემოკრატიის კუთხით პროგრესს მიაღწია, ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანში პოლიტიკური არასტაბილურობის რისკს ქმნის. ყველა პოლიტიკური პარტიისაგან მოველით, რომ დაიწყებენ დიალოგს არსებული სიტუაციის მოგვარების გზების საძიებლად“.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი:

"საქართველოში მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა არ შეასრულოს საკუთარი დაპირება, რომელიც ქართველ ხალხს და ოპოზიციას მისცა პროპორციულ საარჩენვო სისტემის თაობაზე. ალბათ, იმიტომ, რომ ეშინიათ, პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებენ. ეს დისკუსია კარგი შესაძლებლობაა, მოვუწოდოთ მმართველ პარტიას დაუბრუნდეს რეალურ დიალოგს ოპოზიციასთან. [...] ე.წ. გერმანული მოდელი შესაძლოა, შეთანხმების საფუძველი გახდეს. ეს არ მოითხოვს კონსტიტუციის ცვლილებას. ევროპარლამენტმა უნდა მოუწოდოს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს რეალურად მოახდინონ ODIR-ის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება იმისათვის, რომ შეწყდეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის პრაქტიკა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, ხანდახან პირდაპირ ვესაუბროთ და ვიყოთ მკაცრები და კრიტიკულები". 

ევროპარლამენტარი  მარინა კალიურანდი:

"პროპორციულ საარჩევმნო სისტემაზე გადასვლის ცვლილებების ჩაგდება მოულოდნელი იყო, რადგან ნათელი იყო მრავალპარტიული კონსენსუსი ამ ცვლილებების სასარგებლოთ. ეს იწვევს რყევებს საზოგადოებაში და გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ერთად მოძებნონ გამოსავალი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ხალხის იმედსა და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს". 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას"