"მთელ მსოფლიოში არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს "ქართული ოცნების" დემოკრატიულობას"

"მთელ მსოფლიოში არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს "ქართული ოცნების" დემოკრატიულობას", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“  საუბრისას განაცხადა.

"[წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა] ყველაფერი დაანგრიეს, თუკი რამის გაკეთება შეიძლებოდა, უამრავი ციხეშია, აი, ნახეთ, პრეზიდენტი დევნილი, პრემიერ–მინისტრი ციხეში, შს მინისტრი ციხეში, თავდაცვის მინისტრი ციხეში, მთავარი პროკურორი დევნაში და ამ ფონზე, ნახეთ, მთელმა მსოფლიომ როგორ გაიგო, რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა ჩვენ ამისთვის, რომ არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს "ქართული ოცნების" დემოკრატიულობას და ნახეთ, ყველა რეიტინგში, ყველა მიმართულებით, რამდენად პრინციპულად წინა ვართ", – განაცხადა ივანიშვილმა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო