ივანიშვილი NGO-ებს აშშ-ის ინტერესების დაზარალებაში ადანაშაულებს: "შეიძლება, კონგრესს და ტრამპს ღია წერილით მივმართო"

„კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა, არ გამოვრიცხავ, რომ ღია წერილით მივმართ აშშ-ის კონგრესს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აზარალებენ საქართველოში. მე კონკრეტულად მივწერ, რომ ამერიკის ინტერესები ზარალდება, როცა ამერიკელი ამომრჩევლის დაფინანსებული ფულით ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ. ამერიკის სახელმწიფოს ინტერესების საპირისპიროს აკეთებს ეს NGO-ები”, – ასე შეაფასა საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

მისივე თქმით, აშშ–ის მიერ საქართველოში დაფუძნებული ინსტიტუტები დევალვაციას განიცდიან:

"წლების განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია და საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა. ხშირად ღიმილით ხვდებიან. [...] NDI იქნება თუ IRI, ამან შეიძლება სხვა დანიშნულება მიიღო, შეიძლება ვიღაც პოლიტიკოსებს უნდათ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ნახეთ ამერიკული ორგანიზაციებს, "ქართული ოცნება" არ უყვართ და ისევ "ნაცმოძრაობას" უჭერენ მხარს. ნახეთ, ამერიკული ცენტრალური ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახანჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ "ნაციონალურ მოძრაობას" და არა "ქართულ ოცნებას". ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე არაა საფუძველს მოკლებული. მაგრამ ზოგადად რა ხდება, დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში. [...] მე ეჭვი არ მეპარება, რომ NDI და IRI დიდი ინსტიტუტები არიან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში წლების განმავლობაში გრძელდება, რომ იგივე კომპანიებს CRRC და მეორე არ მახსოვს უკვეთავენ კვლევებს. კვლევები რომ დაუკვეთონ, უნდა დაუკვეთონ ისეთს, რომელსაც აქვს მონაცემები. ეს მონაცემები "ნაცებმა" დაუფუძნეს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს. თავისი ხალხი დაულაგეს, დღემდე ამათ უკვეთავენ და ვიღებთ ამ უბედურებას. ეს ჩვენთვის პრობლემა არაა. ამის საპასუხო მე მაქვს სათქმელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მისი პარტნიორის მხრიდან არ ჰქონია ისტორიაში. უპრეცედენტო დოკუმენტი მიღეს კონგრესში. იცით, რომ იქაც არჩევნებია და აგრესიული ოპონირება მიდის და ამ ფონზე საქართველოს მაგალითზე ორპარტიულ მხარდაჭერას მიაღწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აქ რაც ხდება და როგორც ხდება, "ნაცების" მიერ მომართული ხალხი მართავენ ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. საზოგადოებას უკვე აგრესია აქვს ამ ტიპის NGO – ებზე. სატელიტები არიან "ნაცების" და ცრუობენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო