"ნუ ურტყამთ თავს, არაფერი გამოვა... ყველა მეცოდება, მათი გატეხილი თავები მეცოდება"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეცოდება ხალხი, რომლებიც ქუჩაში არიან, თავს ურტყამენ კედელს, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ.

"ტრაგიკული სიტუაციაა, მთელ საზოგადოებას აწვალებენ, მე არც ის მომწონს, რომ კედლებს თავს ურტყამენ. ღამეებს ათენებენ, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, ხვალ მოვალთო... შანსი არ აქვს,მიდიან ვაბანკზე, ზარალდებიან ძალიან ზოგი ერთი კვირით მიდის, ზოგი უფრო მეტით პატიმრობაზე, ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს დიდი. მაგრამ თავგანწირულად მიდიან. ტრაგედიაა ეს ამ საზოგადოების, რომ ვერ ხვდებიან. ერთი ჭკვიანი ადამიანი, რომ ჰყავდეთ და უთხრას,  ნუ ურტყამთ თავს, არაფერი გამოვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობაა" და უნდა გადავყაროთ, არა, მე ყველა მეცოდება, მათი გატეხილი თავები მეცოდება, ცოდვაა მათი ტყუილად დახარჯული ძალა და ენერგია" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს