"ვხედავ პოლიციის გამოყვანის საჭიროებას, აბა ტყუილად ხომ არ გამოვიყვანდი? უხერხულობა არ მექმნება“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსთან და მიმდებარე ქუჩებზე მობიზილებულია, რათა დაიცვას ყველა მოქალაქის, მათ შორის აქციის მონაწილეების უსაფრთხოება.

„ჩვენ ვართ პოლიციელები, ვიდგებით იქამდე, სანამ საჭიროება იქნება. ვიდგებით მოქალაქეების დასაცავად, ყველა მოქალაქის, მათ შორის მომიტინგეების. ვხედავ პოლიციის გამოყვანის საჭიროებას, აბა ტყუილად ხომ არ გამოვიყვანდი? მე ვარ შს მინისტრი, გამოვიყვანე, რადგან  ვხედავ საჭიროებას. უხერხულობა არ მექმნება არანაირად“ ,- განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

ამასთან, გომელაურმა ორი დღის წინ პარლამენტთან აქციის დაშლის საკითხზეც ისაუბრა.

„სამწუხაროა, რომ სამი ადამიანი დაშავდა. უფრო მეტი პოლიციელი დაშავდა. ზოგს შეიძლება, ფეხი ეტკინა, ზოგს ხელი. ძალიან სამწუხაროა, წყლის ჭავლი რომ შეესხა ადამიანს და თვალი დაუზიანდა. წყლის ჭავლი, რა თქმა უნდა, პოლიციამ გაუშვა, თუმცა შეჯახების დროს, ერთმანეთს ახტებოდნენ სამწუხაროდ, აწვებოდნენ, რომ პოლიციის წინააღმდეგ ძალა გამოიყენებინათ. დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან მთელი ღამე, დისკომფორტია. დისკომფორტია მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ცოდოა, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება. მოქალაქები, რომლებიც გარეთ დგანან, მოუწოდებენ ამისკენ სამწუხაროდ ლიდერები“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტის მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"