ციხელაშვილი – ანტისაოკუპაციო მოძრაობაზე: „სამოქალაქო პროტესტს მეტი პასუხისმგებლობა რომ ახლდეს თან, კარგი იქნებოდა“

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ „სამოქალაქო პროტესტს მეტი პასუხისმგებლობა რომ ახლდეს თან, კარგი იქნებოდა“.

ასე უპასუხა მინისტრმა „რადიო თავისუფლების“ კითხვას, ხურვალეთთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის მონიტორინგს სახელმწიფოსთვის დამხმარე შესაძლებლობად აფასებს, თუ ფიქრობს, რომ ასეთი აქტივობა შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს.

„იქ დგანან ჩვენი სამართალდამცველები და წლების განმავლობაში უხმაუროდ აკეთებენ იმ საქმეს, რომ რამდენადაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია კონტროლირებად ტერიტორიაზე უზრუნველყონ უსაფრთხოება.  იქ არის  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელსაც არ უშვებენ მეორე მხარეს და იგი ასევე მონიტორინგს აკეთებს. მე სამოქალაქო პროტესტი და მუხტი მესმის და კარგია, რომ მგრძნობელობა არსებობს, მაგრამ მგრძნობელობას თან რომ ახლდეს მეტი პასუხისმგებლობა ძალიან კარგი იქნებოდა. [...] ეს ქვეყანა ფაქტობრივად არის  ოკუპაციის მდგომარეობაში, ჩვენ ყოველ დღე პროვოკაციას ვანეიტრალებთ, ყოველ დღე ესკალაციის საფრთხეა და ომი არის დამღუპველი და ეს არ უნდა დავუშვათ არც ერთ ფასად“, – განაცხადა მინისტრმა.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"