"პოლიტიკური პროცესი შესაძლოა მიმდინარეობდეს ქუჩაშიც, თუმცა კანონის დაცვით"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესი არის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შესაძლოა ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით. მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესმა ხელი არ შეუშალოთ სახელმწიფო მოხელეებს საქმიანობაში.

„საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი, რომელიც სრულდება ლოგიკურად საარჩევნო უბანზე. ამიტომ ჩვენ მთავრობას გვაქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და ჩვენი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე ესეთი დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ თიოთოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები ორგანიზებულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ, აქვს დესტრუქციული ხასიათი და მიზნად სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს. საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის სხდომაზე მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, გააორმაგონ ყურადღება, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება ეფექტურად განხორციელდეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს