ღარიბაშვილმა „ექსტრემისტული“ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ოკუპაციისა და სიდუხჭირის პრობლემებს გაუთანაბრა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსტრემისტული“ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ოკუპაციისა და სიდუხჭირის პრობლემებს გაუთანაბრა.

"დღეს ჩვენი ქვეყანა გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევებისა, დგას საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას – ეს საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან". მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება მიუღებელია. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, ადექვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას", – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, სახელმწიფო ნებისმიერი მოქალაქისთვის უზრუნველჰყოფს გამოხატვის თავისუფლებას კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

"როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში ან აშშ–ში რომ მოხდეს მსგავსი მეთოდებით პიკეტირება ან კონგრესის შენობის, ან პარლამენტის შენობების, ეს არის აბსოლუტუტად დაუშვებელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში". 

ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინდელ ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვან კითხვას გულწრფელი პასუხი გასცა:

"ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით, სრულად გულწრფელად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას ექსტრემისტული ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან".

დღევანდელი მთავრობოს სხდომის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილის მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს იუსტიციის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრებმა.

იუსტიციის მინისტრ თეა წლუკიანის განცხადებით, ივანიშვილის გუშინდელი განცხადება "გვაჩვენებს ვინ და რა კაცია ივანიშვილი, რომ მისთვის მთავარი ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარებაა".  

წულუკიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" უკან დახევას არ აპირებს და რომ 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება. 

"საზოგადოებას თუ აქვს კითხვის ნიშანი, ის ამ კითხვას „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ურნასთან დაუსვამს", – დასძინა წულუკიანმა და მოუწოდა ოპოზიციას, რომ "ქუჩაში სირბილის ნაცვლად არჩვენებისთვის მზადება დაიწყონ".  

 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბეისბოლის ვარსკვლავი, ვის გამოც Ice Bucket Challenge შეიქმნა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა