„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. „ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს.

სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტთან ერთად, განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსაც.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები მათ მიერ კომიტეტების დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო