"ოპოზიციის ქმედებები მიზნად სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს"

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები ორგანიზებულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ, აქვს დესტრუქციული ხასიათი და მიზნად სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს. საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის სხდომაზე მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, გააორმაგონ ყურადღება, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება ეფექტურად განხორციელდეს:

„ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას - ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ თითოეული თქვენგანს გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება, ჩვენი კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ეფექტური ფუნქციონირება სახელმწიფო ინსტიტუტების, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ მედიკოსზე, თითოეულ პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე.

ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, მთავრობა აცნობიერებს დემოკრატიზაციის მნიშვნელობას, სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და პასუხი ოპოზიციის „დესტრუქციულ“ ნაბიჯებზე მთავრობის მხრიდან სრულად გააზრებული და კანონიერი იქნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს