IDFI – 2018 წელს 9 000–ზე მეტ ადამიანს ფარულად უსმენდნენ

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2018 წელს 9 000–ზე მეტ ადამიანს ფარულად უსმენდნენ.

მისივე ცნობით, ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

„2015 წელს სასამართლოს საგამოძიებო უწყებებიდან ფარული მოსმენა-მიყურადების მიზნით  2719-ჯერ მიმართეს, 2018 წელს – 9606-ჯერ. მოსამართლეებმა აღნიშნული მოთხოვნების 97 % დააკმაყოფილეს.

გარდა ამისა, 2018 წელს წინა წელთან შედარებით, თითქმის, ორჯერ არის გაზრდილი სატელეფონო მიყურადებაზე სასამართლოში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობები.  მოსამართლეებმა აღნიშნული მოთხოვნების 93 % დააკმაყოფილეს“, – აცხადებენ  ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტში. 

თუ რა ტიპის დანაშაულზე ითხოვენ საგამოძიებო უწყებები ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე თანხმობას, ამასთან დაკავშირებით IDFI-ის თანახმად, მოყვანილია რამდენიმე ტიპის დანაშაული, მათ შორის, თაღლითობა, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ქრთამის აღება და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება.

IDFI –ს ცნობით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით 17-ჯერ არის გაზრდილი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოში განხილული შუამდგომლობები.

IDFI–ს აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ სასამართლო მარტივად გასცემს ამ შუამდგომლობებს.

„საკმაოდ გაზრდილი არის ფარული საგამოძიებო მოქმედებები 2015 წლიდან. კერძოდ, თუ 2015 წელს ჩვენ გვქონდა 2700 ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებული, 2018 წელს ეს საკმაოდ გაზრდილი არის და წარმოადგენს 9600-ს, ანუ ზრდა საკმაოდ საგრძნობი არის. ამ სტატისტიკაში განსაკუთრებით აღსანიშნავი არის სატელეფონო მიყურადების სტატისტიკა... ეს სტატისტიკაც საკმაოდ გაზრდილი არის ბოლო წლების განმავლობაში“,  - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა