TI- 2014 წლიდან რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5-დან 27 %-მდე გაიზარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) კვლევის შედეგების თანახმად, 2014 წლიდან 2018 წლამდე რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5-დან 27%-მდე გაიზარდა.

კვლევით მიხედვით, იმპორტირებული საწვავის 83% შემდეგ ოთხ ქვეყანაზე მოდის: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. ამავე კვლევით, 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო. 

"შემაშფოთებელია, რომ რუსეთიდან წილი იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, მით უმეტეს, ასეთი სტრატეგიული პროდუქტით არ უნდა სარგებლობდნენ ქართული ბაზრით რუსული კომპანიები. რაც მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთი საქართველოსგან, ცუდია. ჩვენ გვაქვს რუსეთთან ძალიან დიდი უარყოფითი ბალანსი – გადის ქართული პროდუქციაც, მაგრამ ორჯერ და სამჯერ მეტი შემოდის რუსეთიდან. ჯამში, საქართველო-რუსეთის ვაჭრობაში უფრო მეტ ფულს რუსეთი შოულობს, ვიდრე საქართველო“, – განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსმა ანალიტიკოსმა ბესიკ ნამჩავაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp