პრაღის შეხვედრის შემდეგ კარასინმა გაფრინდაშვილის გათავისუფლების სავარაუდო ვადები დააკონკრეტა

პრაღის შეხვედრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი  კარასინმა ოკუპირებულ ცხინვალის იზოლატორში უკანონოდ მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების სავარაუდო ვადები დააკონკრეტა.

კარასინი იმედოვნებს, რომ ქართველი ექიმი ახალ წლამდე დატოვებს ცხინვალის ციხეს და დღესასწაულს ოჯახთან ერთად შეხვდება.

კარასინმა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, კვლავ ისაუბრა რუსეთის პოზიციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატო–სა და აშშ-ის როლის გააქტიურების შესახებ, რაც კრემლის შეშფოთებას იწვევს.

“ის, რაც მე მაშინ (წინა შეხვედრისას) ვთქვი, აბსოლუტურად აქტუალურია. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ნატოს საქმიანობას სამხრეთ კავკასიაში. გასაგები მიზეზების გამო ჩვენთვის ეს არ არის სულ ერთი, ვინაიდან ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი და არა რომელიმე ეკონომიკური სტრუქტურა. ის უკავშირდება სამხედრო სფეროს. აუცილებელი სიტყვები ჩვენი შეშფოთების შესახებ მე ვუთხარი ზურაბ ირაკლის ძეს, ის ეხება როგორც თავად ნატოს ბლოკს, ისე იმ შეთანხმებებს აშშ-თან, რომლებიც, როგორც მე ვიცი, ცოტა ხნის წინ განახლდა. ჩვენი მიზანია უბრალოდ გავაფრთხილოთ მეზობლები, რომ ეს ჩვენთვის სულერთი არ არის და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც, სასურველია, არ გადაიკვეთოს, რათა ვიცხოვროთ მშვიდად და სტაბილურ ვითარებაში კავკასიაში,“ -განაცხადა გრიგორი კარასინმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ დაამტკიცეს ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი​​ ერთგულება ვერ წარმოაჩინეს"