გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რომში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა [ვიდეო]

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რომში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები რუსეთის საელჩოსთან საქართველოს დროშებით და პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც სხვადასხვა ენაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.


ვიდეომასალას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის რომის სამრევლოს ფეისბუქგვერდი ავრცელებს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მართლმსაჯულება პოლიციის ალყაში