CNN: აშშ ნატო-ს დაფინანსების შემცირებით დაზოგილი თანხის ნაწილს უკრაინისა და საქართველოსთვის გამოიყენებს

აშშ 22 დეკემბრიდან 16%-მდე დაიყვანს ნატოს დაფინანსებაში საკუთარ წვლილს. ამის შესახებ დასავლეთის მედია იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. ამასთან, გერმანია დათანხმდა, ჩრდილოატლანტიკური კავშირის ბიუჯეტში 16%-მდე გაზარდოს საკუთარი შენატანი და აშშ-ს გაუტოლდეს. ბერლინის წილი მანამდე 14,8%-ს შეადგენდა.

როგორც CNN-ს უთხრა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ამ გზით დაზოგილი თანხა აშშ-ს საშუალებას მისცემს, ფინანსები სხვა მიზნებით იქნეს გამოყენებული სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ევროპაში, მათ შორის ნატოს არაწევრ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსეთთან ფრონტის ხაზზე იმყოფებიან.

როგორც AFP იტყობინება, სამხედრო კავშირში შემავალი ევროპული ქვეყნების უმეტესობა დათანხმდა, გაზარდოს შენატანი. საფრანგეთმა გადაწყვიტა, თავისი წილი 10,5%-ზე შეინარჩუნოს. პარიზი აცხადებს, რომ გადასახადების ფორმულის ცვლილების შესახებ გარიგება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის, სხვა მოკავშირეებთან არასაკმარისი კონსულტაციების გარეშე.

დეტალებს 3-4 დეკემბერს განიხილავენ ნატოს სამიტზე ლონდონში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს