ისრაელში ტყის ძლიერი ხანძარია

ისრაელში, ცენტრალურ რეგიონში ტყეები იწვის. ცეცხლი უკვე დასახლებებსაც მიუახლოვდა და ათობით სახლი გაანადგურა.

სტიქიის ზონაში მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. საკუთარი სახლების მიტოვება 3 500 ადამიანს მოუხდა.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება. ტყის ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მაღალი ტემპერატურა გახდა. 

მეტეოროლოგების პროგნოზით, ძლიერი სიცხეები რეგიონში მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა