უკრაინაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტის საკითხს განმარტავს.

როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. მანამდე მედია წერდა, რომ იგეგმებოდა საქართველოში ზელენსკის ვიზიტი, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განთვალისწინებით, ის სავარაუდოდ, მხოლოდ აზერბაიჯანს ეწვევა. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუმცა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო.

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის 1 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ორი პრეზიდენტის შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიპატიჟა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა კიევში, ინაუგურაციის შემდეგ გამართულ გამართულ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბეისბოლის ვარსკვლავი, ვის გამოც Ice Bucket Challenge შეიქმნა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა