არსებული ინფორმაციით, გიგი უგულავა დააკავეს

ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში ჩასვეს. დააკავეს დავით ნაფეტვარიძე, ვრცელდება ინფორმაცია ლაშა ჩხარტიშვილისა და გიორგი კანდელაკის დაკავების შესახებაც.  


ადგილზე რამდენიმეჯერ მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა–შემოხლა. ინციდენტები პერიოდულად ამ დროისთვისაც გრძელდება. 

"დეპუტატებზეა მითითწბა, დააკავონ. ძლივს გამოვტაცეთ ხელიდან ირაკლი აბესაძე, აპირებდნენ სერგო რატიანის დაკავებადაც. დავალებაა, რომ პროცესებიდან განარიდონ დეპუტატები. არ ექნებათ სიმშვიდე. ამით ვერაფერს მიღწევენ. იქცევიან აგრესიულად, სრული უკანონობაა",– განაცხადა რომან გოცირიძემ.  

შეგახსენებთ, რომ დემოსნტრანტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, დანაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებას ეწრება. დემონსტრანტები სტანდირებენ "მონებო".  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს