SpaceX-მა მაღალი სიჩქარის ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფის მიზნით ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს მაღალი სიჩქარის ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფს. 

კანავერალის კონცხიდან ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაუშვეს. თითოს რამდენიმე ანტენა აქვს და 227 კილოგრამს იწონის. კომპანიის გეგმის თანახმად, თანამგზავრები დედამიწიდან მხოლოდ 2 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე იფრენენ, რაც ინტერნეტ კავშირის სიგნალის მიღების დროს მინიმუმამდე შეამცირებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp