არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან კანდელაკი და ჩხარტიშვილი, უგულავა კი აქციაზე დაბრუნებას ცდილობს

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერის ბექა ნათელაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ლაშა ჩხარიშვილი და მოძრაობა "გაბედეს" წევრი ანრი ჯანჯღავა დააკავეს. გიგი უგულავას ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი კანდელაკი. რაც შეეხება გიგი უგულავას, რომელიც ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, თავად აცხადებს, რომ არ დაუკავებიათ, განარიდეს ტერიტორიას და  აქციაზე დაბრუნებას ცდილობს. 


ცნობისთვის: ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც ამ დროისთვის ვიცე–პრემიერი თეა წულუკიანი იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"