"ქართულ ოცნებას" აჭარის მთავრობის სახლთან ჩემოდნები დაუტოვეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი – „ჩაალაგეთ ბარგი და წადით ქვეყნიდან“ გამართეს.

მათ შენობასთან ჩემოდნები მიიტანეს.

„ქართული ოცნების მამა-მარჩენალმა გვითხრა, რომ ჩაგველაგებინა ბარგი და დაგვეტოვებინა ეს ქვეყანა. ჩვენ კი მოვუტანეთ ჩემოდნები მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც სეზონურად კი არა, საერთოდ უნდა წავიდეს თავის გუნდთან ერთად, იმიტომ, რომ შვიდი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა არც რეგიონში და არც ქვეყანაში“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ადამიამ. 

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს