წავა თუ არა ხელისუფლება კომპრომისზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთ ლიდერის გაგა კახიანის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი  "გერმანული მოდელი" არ არის. როგორც ცნობილია, ხვალ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. შეხვედრას დიპკორპუსიც დაესწრება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, განიხილება "გერმანული მოდელიც", ოპოზიცია კი მხოლოდ ამ და პროპორციულ სისტემაზე საუბარს გეგმავს. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, რომ თუ "გერმანული მოდელი" არ არის გამოსავალი, მაშ რაზე გეგმავს საუბარს ხელისუფლება ოპოზიციასთან.   

"მგონია, რომ კიდევ ერთხელ მოხდება სამართებრივი მოსაზრებების გაცვლა. უნდა დარწმუნდნენ ისინი [ოპოზიცია], რომ თუ ეს არ არის სამართლებრივი გამოსავალი, ამ გზას ნუღარ გააგრძელებენ. ხვალ შეხვედრაზე შესაძლოა, სხვა რამეზეც იყოს საუბარი, გარდა "გერმანული მოდელისა",– განაცხადა გაგა კახიანმა "ტვ პირველის" ეთერში. 

შეხვედრასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "მარგინალების ჭკუაზე სიარულს" არ აპირებს: 

„არ ვაპირებთ მარგინალების და გაცვეთილი „კმარელების“ ჭკუაზე სიარულს, მათ შემოთვლებს, რომ იქნებ შევხვდეთ და ამ სიტუაციიდან გავიდეთ. ამაზე რეაგირებას არ ვაპირებთ. ერთადერთი ფაქტორი ჩვენთვის უცხოელი და სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ერთმანეთის პოზიციებს ვითვალისწინებთ. რადგან მათი მხრიდან გარკვეული ინიციატივები არსებობს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ვიფიქრებთ. სხვა შემთხვევაში, გამარგინალებული ჯგუფი უნდა მიუშვა და თავის ამ მარგინალიზაციასა და „კმარას“ გაცვეთილ მეთოდებში თვითონ ჩაიკარგებიან. ირბენენ ცალ-ცალად ღობე-ღობე ვიღაცებს გაეკიდებიან და თვითონვე მიხვდებიან, რომ მარტო არიან დარჩენილნი. ჭკვიანი კაცი მართლა არ ჰყავთ, რომელიც დაარიგებს, რომ ეს შენს მარგინალიზაციას უწყობს ხელს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო