"არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა გათავისუფლდეს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა გათავისუფლდეს.  

„ახლა ჩვენთვის მთავარია, უდანაშაულო პატიმრის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, მთავარია, ეს უახლოეს პერიოდში მოხდეს. მაქსიმალურად ყველაფერია გაკეთებული, რათა ამოქმედებულიყო ყველა საერთაშორისო მექანიზმი. გარკვეული ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის დროული გათავისუფლება. მთავრია, მივიღოთ ეს შედეგი, შემდეგ უკვე ვისაუბროთ, ვისი პასუხისმგებლობაა და რატომ მოხდა, თუმცა ჩვენ არც ამ პერიოდში ვერიდებით ამას. ახლა არის ძალიან კრიტიკული მომენტი მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ახლა ეს არის მთავარი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, გაფრინდაშვილმა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ინდოეთში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა