ზვიად კუპრავამ და მისმა მხარდამჭერებმა შსს–ს შენობის ჭიშკარი ბოქლომით დალუქეს

ზვიად კუპრავამ მხარდამჭერებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ჭიშკარი ბოქლომით დალუქეს. 

"ეს არის სიმბოლური აქტი იმ უკანონობის გამო, რასაც ჩადის შსს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში", — განაცხადა კუპრავამ "მთავარ არხთან" საუბრისას.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ტაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. გაჩნდა პროტესტის ახალი ფორმა – "მაინც დაგაბოქლომებთ" ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისები.  



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს