“ლელო“, “ახალი მემარჯვენეები“ და "შენების მოძრაობა“ კოალიციას ქმნიან

საზოგადოებრვი გაერთიანება “ლელო“, “ახალი მემარჯვენეები“ და “შენების მოძრაობა“ კოალიციას ქმნიან.  ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილმა და ფიქრია ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, მათი გაერთიანება ქვეყნის მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია:

"ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპულუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანას".

"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ ისინი კონსულტაციებს ერთმანეთთან გაივლიან არამხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, არამედ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებითაც. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა