საქართველოში სამი თვის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარ-მარტში ავტოავარიების შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა და 1779 - დაშავდა. გასულ წელთან შედარებით, დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია, დაშავებულთა - შემცირებული. კერძოდ, 2018 წლის პირველ კვარტალში, ავტოავარიების შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა და 1986 - დაშავდა.

შსს-ს ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 9 671 ავტოსაგზაო შემთხვევა აღრიცხეს - აქედან 1302 შემთხვევაში გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, ხოლო დანარჩენი ფაქტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალა. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2018 წლის იანვარ-მარტში 9235 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - აქედან 1428 - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ავტოავარია თბილისში მოხდა, ყველაზე ნაკლები - გურიაში. ანალოგიური მონაცემები იყო გასული წლის იმავე პერიოდში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp