ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისზე ბოქლომის დადებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ, „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაძაბულობას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.   

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისი დააბოქლომეს. დაპირისპირების დროს ოფისის მინა დაიმტვრა. 

აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებისა და მმართველი პარტიის ოფისებზე ბოქლომის დადებას. მათი პროტესტი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ახალგორის რაიონიდან სამკურნალოდ ონკოავადმყოფი გადმოუშვეს