"არ მქონდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა მიგვიყვანდა საბოლოო გადაწყვეტილებამდე"

„როგორც ვიცით, ევროკავშირის პოზიცია იყო ძალიან ცხადი სერიოზული დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, რათა შევსებულიყო ის ნაპრალი, რომელიც არსებობს ნდობასა და პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო 2 კვირაა, ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მხარეებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა.

"მოხარული ვარ, რადგან მხარეებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა. არ მქონდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა მიგვიყვანდა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვფიქრობ, ეს არარეალური იქნებოდა. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია, რომ ვიმუშაოთ დიალოგის საშუალებით, შევისწავლოთ შესაძლებლობები და იმედია, მომავალში ამ შეხვედრის წყალობით კარი გაიხსნება. დიალოგის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება. ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ სერიოზული პროცესი არსებობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სასტუმრო „ბილტმორში“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დილის 10 საათიდან დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.

ეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი და არ ესწრებოდნენ "სირცხვილიას" და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო წესის ცვლილებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ დაამტკიცეს ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი​​ ერთგულება ვერ წარმოაჩინეს"