ნადირაძე და ბასილია პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ 13–დღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.

„პირველ რიგში მინდა, ივანიშვილის პირად პატიმრებს, რომლებიც ამ წუთებამდე რჩებიან ციხეებსა და იზოლატორებში, მალე განთავისუფლება და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავით დაკავებული ბიძინა ივანიშვილი რეჟიმის მოსამართლის მიერ, დამიჯერეთ, ამ ოთხ კედელში პატიმრებს ბევრად მეტი თავისუფლება გვქონდა, ვიდრე საქართველოს პარლამენტში იმ მონა დეპუტატებს, რომლებმაც შეასრულეს ბიძინა ვანიშვილის მიერ დაკვეთა, შეასრულეს მისი სპექტაკლი და ჩააგდეს პროპორციული არჩევნები. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა დასრულდება ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

13-დღიანი პატიმრობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. პოლიციის შენობასთან მას მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები დახვდნენ.

„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად გაგრძელდება. დაჭერებით ბიძინა ივანიშვილი ვერ შეგვაშინებს. პირიქით, წამზომი ჩართულია და ძალიან მალე მსგავს სიტუაციაში ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მის წინაშე დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველდღიურად ახალ-ახალი დაკავებულები, ეს მალე დასრულდება, დასრულდება ჩვენი ქვეყნის და იმ ხალხის სასიკეთოდ, ვინც ამ ბრძოლაშია. ხოლო ბიძინა ივანიშვილისა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელქვეითების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის: ნადირაძე და ბასილია სამართალდამცველებმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"