"ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას"

ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას,- ამის შესახებ "მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.

მთავარი არხის დირექტორმა ისაუბრა საკუთარ საქმიანობაზე პოლიტიკასა და ტელევიზიაში, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ თვალთვალთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იცის, „ვიდეოს სინამდვილეში რა შინაარსი აქვს:

“წადი და წაიყვანე შვილები“, თუმცა ის რჩება საქართველოში და დაეხმარება ქვეყანას. გვარამიას თქმით, ის მეუღლეს ესაუბრა ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ და შევჯერდით, ზუსტად ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გამომეცხადებინა ჩვენ წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ, მე, მამამ, ეკამ , ზვიადმა და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ახალი, ევროპული, წარმატებული, ქვეყანა, მეც მათ შორის, მაგრამ ჯერ მიშამ და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ ჩვენი გამბედაობით, შიშველი ხელებით,თანმიმდევრულობით და სიმართლით, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც გვაქვს მორალური უპირატესობა სრული სიმართლის სახით და მორალური ვალდებულება ილია ჭავჭავაძის ქვეყნის დაცვის. ჩვენ ვერ და არ გავაკეთებთ ამას, ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას“, - განაცხადა გვარამიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი​​"