პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. 

პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალბატონი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp