თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით კომპანია "მზიური" მოამარაგებს

კომპანია „მზიური“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია "მზიური", რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე. პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას. აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება“, - აცხადებენ მერიაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp