2 – 5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

"3 დეკემბერს გამოიდარებს, 4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 დეკემბერს, ასევე 4-5 დეკემბერს, იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ დაამტკიცეს ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი​​ ერთგულება ვერ წარმოაჩინეს"