რუსეთი და ბელარუსი საერთო მთავრობისა და პარლამენტის შექმნას გეგმავენ
Posted on
, მსოფლიო
რუსეთი და ბელარუსი საერთო მთავრობისა და პარლამენტის შექმნას გეგმავენ, – იუწყება ბელარუსული მედია რუსეთის ფედერაციაში ბელარუსის ელჩის ვლადიმერ სემაშკოზე დაყრდნობით.
"პრეზიდენტები ჯერ კიდევ 1999 წელს შეთანხმდნენ ამბიციურ გეგმაზე და ის არ უნდა შეიცვალოს. ეს გულისხმობს გადასვლას ერთიან საგადასახადო სისტემაზე, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის საერთო ბაზრის შექმნასა და ერთიანი მთავრობისა და პარლამენტის ჩამოყალიბებას", - თქვა სემეშკომ.
მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი არ მოაწერს ხელს ცალკეულ დოკუმენტს რუსეთის ფედერაციასთან, თუ ეს ეწინააღმდეგება ბელორუსის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.