სოხუმის პორტის ფსკერი 8 მეტრით დააღრმავეს

სოხუმის პორტში საკრუიზო ლაინერი «Князь Владимир». ეს პირველი საკრუიზო თბომავალია, რომელიც აფხაზურ პორტში 1992–93წ.წ. დროიდან შედის.  მანამდე სოხუმის პორტში მხოლოდ ბარჟები და მშრალტვირთმზიდები შედიოდნენ. 

ლაინერის მისაღებად აფხაზურმა მხარემ ჰიდროგრაფიული სამუშაოები და სხვადასხვა საინჟინრო კვლევები ჩაატარა, რომელშიც სხვადასხვა რუსული უწყებებისა და კომპანიებს სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. სპეციალურად ამ მიზნით ფსკერი 8 მეტრით დააღრმეს, – იუწყება აფხაზური მედია.

ახალი საკურორტო სეზონის დაწყებისთვის «Князь Владимир» შევა არა მარტო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და კრასნოდარის მხარის პორტებში, არამედ სოხუმშიც. მანამდე ეკიპაჟი ყველა შესაბამის ტექნიკურ საკითხსა და წვრთნას გაივლის. ერთკვირიანი კრუიზი მარშრუტით სოჭი– ნოვოროსიისკი–იალტა–სევასტოპოლი 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტის დავალებით იქნა შემუშავებული. ამ მიზნით შეძენილ იქნა თბომავალი, რომელიც 1971 წელს აშენდა და „Roy Star” ერქვა, თუმცა შემდეგ რუსეთში სახელი «Князь Владимир“–ით შეუცვალეს. ხომალდი 800 მგზავრზეა გათვლილი.


მიმდინარე წლის დასაწყისში აფხაზურმა მხარემ რუსულ კომპანია "Черноморские круизы"–სთან გააფორმა ხელშეკრულება ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის პორტებს შორის საკრუიზო მიმოსვლის თაობაზე. ხსენებული ხომალდი სოხუმის პორტში თვეში ერთხელ, ანუ მთელი შემდგომი ნავიგაციის განმავლობაში 6–ჯერ შევა. იგეგმება ასევე ნავიგაციის სეზონის გაზრდა და თუ წელს პირველ რეისში თბომავალი 12 მაისს გაემგზავრა 2020–ში ეს პირველ მარტს მოხდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"