2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენების ტესტებში სიახლეებია

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენების ტესტებში სიახლეებია.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტის ინფორმაციით, უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება. კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.

„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი. ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებსაც აქვეყნებს, რაც აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ცენტრის ვერ-გვერდზე შეუძლიათ იხილონ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"