სოხუმში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას დე ფაქტო შს მინისტრისა და გენპროკურორის თანამდებობები ეწირება

სოხუმში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას დე ფაქტო შს მინისტრისა და გენპროკურორის თანამდებობები ეწირება. დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გარი არშბას  თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი უკვე მოწერა. 

ამასთანავე, ხაჯიმბამ აფხაზურ ე.წ. პარლამენტს "გენპროკურორის" თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო შს მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და ხსნის "პრეზიდენტი", ხოლო დე ფაქტო გენპროკურორს – მისი წარდგინებით აფხაზური პარლამენტი. 

სოხუმის სანაპიროზე სისხლიანი გარჩევა 22 ნოემბერს მოხდა. "შს მინისტრისა და გენპროკურორის" თანამდებობებიდან გადადგომის მოთხოვნა სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა. 

იხილეთ ასევე: „ქურდული“ ომები აფხაზეთში


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია II: "უცხოეთში ემსახურებიან მოხუცებს, ცუდი არაა, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, მამულს მიხედეთ"