მცხეთაში, ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ინციდენტი მოხდა – არიან დაკავებულები

მცხეთაში, "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ინციდენტი მოხდა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად დაშავებულია „გაბედეს“ რამდენიმე წევრი.

პოლიციამ „გაბედეს“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი დააკავა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია II: "უცხოეთში ემსახურებიან მოხუცებს, ცუდი არაა, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, მამულს მიხედეთ"