ავღანეთში, მეჩეთში აფეთქებას პროდასავლურად განწყობილი სასულიერო პირი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ–ერთ მეჩეთში აფეთქებას სამი პირი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.

როგორც Reuters იუწყება, ინციდენტი პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. დაღუპულთა შორისაა პროდასავლურად განწყობილი სასულიერო პირი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ უღია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ფრანსუა ვიელს შეხვდა