ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა. ​შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

ამჟამად, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ საქმეზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია II: "უცხოეთში ემსახურებიან მოხუცებს, ცუდი არაა, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, მამულს მიხედეთ"