მცხეთაში, ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაპირისპირებისას შვიდი პირი დააკავეს

მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 პირი დააკავეს.

შსს–ს ცნობით, შვიდივე მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. დაკავებულთა შორის არის შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი, რომელიც „გაბედეს“ წევრია.

დღეს მცხეთაში, "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ინციდენტი მოხდა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს.  ფიზიკური დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება