რუსეთ-ჩინეთის გაზსადენი „ციმბირის ძალა“ ამოქმედდა

რუსეთ-ჩინეთის გაზსადენი „ციმბირის ძალა“ ამოქმედდა.  3000-კილომეტრიანმა გაზსადენმა გაზის გადატუმბვა დაიწყო რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე უზარმაზარი რეზერვებიდან ჩინეთის საზღვრისკენ, სადაც მას ჩინეთი დაუკავშირებს საკუთარ მილსადენს, რათა დააკმაყოფილოს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნები.

"პროექტი არის „თანამშრომლობის მოდელი, რომელიც სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. რუსეთ-ჩინეთის კავშირების განვითარება არის და იქნება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ჩვენი ორი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-ჩინეთის გაზსადენის ამოქმედების ფაქტი "ისტორიულ მოვლენად" შეაფასა. 


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მართლმსაჯულება პოლიციის ალყაში