უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს

უკრაინელ დეპუტატზე ვიაჩესლავ სობოლევზე თავდასხმისთვის, რასაც დეპუტატის 3 წლის შვილი ემსხვერპლა, ყოფილი მებრძოლი დააკავეს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ყოფილი მებრძოლი, 25 წლის ანდრეი ლავრეგა, რომელსაც დონბასში ბრძოლისთვის სახელმწიფო ჯილდო ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გადასცა. 

მასთან ერთად დააკავეს ბრალდებულის მეგბარი. დაკავებულები ბრალდებას აღიარებენ.

​უკრაინის საოლქო საბჭოს დეპუტატის, ვიაჩესლავ სობოლევის ავტომობილს კიევის ცენტრში პირველ დეკემბერს, საღამოს გაუხსნეს ცეცხლი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მსოფლიო მასშტაბით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია