ლუკა შონია მსოფლიო ჩემპიონია

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის, WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე შონიამ 67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრა მოიგო.

ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალამდე ანგოლელ, რუს და უკრაინელი მეტოქეებს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ყაზახ ნურსულთან ხასანოვს მოუგო.

საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია - WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"