"მაპის პირობები ფაქტობრივად, დაკმაყოფილებული გვაქვს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მაპის პირობები ფაქტობრივად, დაკმაყოფილებული აქვს და მზად უნდა იყოს მომენტისათვის, როდესაც ნატო–ში პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება.

„ნატო-საქართველოს პაკეტის თავსებადობაში მოყვანა ახალ გამოწვევებთან და ახალ რეალობასთან იქნება პრიორიტეტული საკითხი. საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ყოველწლიური პროგრამას, რაც პრაქტიკულად მაპის თავსებადია. ჩვენ ისეთ დონეზე ვასრულებთ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, რომ ფაქტიურად მაპის პირობები დაკმაყოფილებული გვაქვს. ამ მიმართულებით გაგრძელდება 2020 წელსაც სვლა. ნატო- საქართველოს კომისიის კონტექსტში გვექნება ინტენსიური და ორმხრივი დიალოგი"- განაცხადა მინისტრმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, 2020 წელს პრიორტეტული იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ყველა ნატოელ პარტნიორთან ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება:

„ეს არის ის პროგრამა მინიმუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს 2020 წლისთვის დასახული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მომწიფებული. ჩვენ უკვე ვმოქმედებთ, როგორც ნატოელი პარტნიორი. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის ის შეფასებები, რომლებსაც ვისმენთ ნატოს მინისტერიალებზე და უმაღლესი დონის შეხვედრებზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ნებისმიერი მომენტში მზად იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისათვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება".

დღეს ლონდონში ნატოს საიბულეო სამიტი იწყება, რომელშიც საგარეო უწყების ხელმძღვანელიც მონაწილეობს.

წყარო: imedi

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება