სოხუმში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას დე ფაქტო გენპროკურორისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც ემსხვერპლა

სოხუმში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას დე ფაქტო შს მინისტრის თანამდებობის გარდა, გენპროკურორისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც ემსხვერპლა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა თანამდებობებიდან გადააყენა „გენერალური პროკურორი“ ზურაბ აჩბა და მისი ე.წ. მოადგილე ესშოუ კაკალია. 

მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან დე ფაქტო შს მინისტრი გარი არშბა გადააყენა. ამჟამად „შს მინისტრის“ მოვალეობას გარი არშბას ე.წ. მოადგილე ლევან კვარაცხელია ასრულებს.

სოხუმის სანაპიროზე სისხლიანი გარჩევა 22 ნოემბერს მოხდა. "შს მინისტრისა და გენპროკურორის" თანამდებობებიდან გადადგომის მოთხოვნა სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა.

იხილეთ ასევე: „ქურდული“ ომები აფხაზეთში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"